02 სბშ ურთიერთობა და თანამოძღვრება

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 02 Relationship and Fellowship and the translation is 100% complete.


Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎македонски • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი, რათა დადოთ საფუძველი თაყვანისცემისა და განდიდებისათვის.

  • მაგალითი: ფსალმუნი 47:9 „ო უფალო, ჩვენ ვფიქრობთ შენს უცვლელ სიყვარულზე, როდესაც თაყვანს გცემთ.“ მოდით განვადიდოთ და ვუთხრათ იესოს, რამდენად მადლიერები ვართ მისი სიყვარულისთვის ჩვენდამი.

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: როდესაც ჩვენ ვიღებთ ქრისტეს ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ ვიცვლებით. 2 კორინთელთა 5:17 ამბობს: ყველა, ვინც ეკუთვნის ქრისტეს ახალი ქმნილებაა, ძველმა ცხოვრებამ გაიარა და ახალი სიცოცხლე დაიწყო! ეს ჩვენ ვართ! ჩვენ ვართ ახალი ქმნილებები და ქრისტიანული ცხოვრების კვალობაზე, ჩვენი ცხოვრება განაგრძობს ცვლილებას და უფრო მეტად აივსება მიზნითა და მნიშვნელობით. მოდით გავამხნევოთ ერთმანეთი ამ ჭეშმარიტებით, ვინაიდან ერთად ვმოგზაურობთ ამ ახალ ცხოვრებაში.



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

ისინი, რომლებიც საზოგადოების სათავეში იდგნენ იმ დროს, გამოეპასუხნენ იესოს სწავლებას. რელიგიურ წინამძღოლებს (ფარისევლებს) და რჯულის მასწავლებლებს არ მოსწონდათ იესო, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა უბრალო ხალხთან. ამიტომაც უამბო მათ იესომ დაკარგული ძის ამბავი, რათა აეხსნა მათთვის თუ როგორ არის განწყობილი ღმერთის გული ცოდვილებისადმი.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ ლუკას 15:11-24 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

ჩვენს ზეციერ მამას სურს მიუტევოს ცოდვები თავის შვილებს. ჩვენი ცოდვა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ღმერთი ჩვენი მამაა. თუმცა ცოდვას აქვს შედეგები და იგი აზიანებს ჩვენს ერთობას ღმერთთან. ჩვენ ვერ ვხარობთ მამასთან ურთიერთობით. 1 იოანეს 1:9 გვარწმუნებს, „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.“

უფრო მეტი გამდიდრებისათვის: წაიკითხეთ გადაცემადი კონცეფცია #2: როგორ შეგიძლია გამოსცადო ღმერთის სიყვარული და მიტევება. იმსჯელე ამის შესახებ ჯგუფის მეორე წევრთან.



Third-third-blue.jpg


მისიისათვის მომზადება

  • გადახედეთ სამუშაო სიას და დაამატეთ ადამიანები თუ საჭიროა
  • პრაქტიკულად განახორციელეთ სახარების გაზიარება და ვინმეს წინამძღოლობა, ილოცოს ქრისტეს მისაღებად
  • შეახსენეთ მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ვინმე სახარებას ეტყვის დიახ.


მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანის იდენტიფიცირება ამ სამუშაო სიიდან, რომლებსაც მოუყვებით ამ ამბავს ან გაუზიარებთ სახარებას ამ კვირაში.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს ჯგუფს.


ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.