03 სბშ სულიწმიდის თანდასწრებაში დარჩენა

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 03 Keeping in Step with the Spirit and the translation is 100% complete.


Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ თაყვანისცემის საგალობელში.

  • მაგალითი: ფსალამუნი 65:4 „მთელი ქვეყნიერება თაყვანს გცემს შენ; მთელი დედამიწა გადიდებს შენ; ხოტბას ასხამს შენს სახელს!“ მოდით შევჩერდეთ და განვადიდოთ ღმერთი, რომელიმე მარტივი საგალობლით.

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: ერთ დღეს ერთი ქალბატონი მეზობელს ესტუმრა. საუბრის დროს, მან სახარება გაუზიარა თავის მეზობელს და მან ირწმუნა ქრისტე. თუმცა მოულოდნელად ტირილი დაიწყო, „ჩემი ქმარი ორი კვირის წინ გარდაიცვალა. რატომ არ მითხარი ეს უფრო ადრე?“ როგორც ხედავთ, ჩვენ არ ვიცით რომელი დღე იქნება უკანასკნელი ვინმეს ცხოვრებაში. ამიტომაცაა საჭირო ვახაროთ სახარება მაშინ, როდესაც გვაქვს ამისი შესაძლებლობა.



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

როდესაც ჩვენ ვირწმუნებთ იესოს, ღმერთის სული სახლდება ჩვენში. მას ჰქვია სულიწმიდა, სული ჭეშმარიტებისა; იგია ჩვენი შემწე. მისი მსახურება ჩვენს ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროა დრო დავუთმოთ მისი ურთიერთობის შესწავლას ჩვენთან.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ 1 კორინთელთა 2:14-3:3-3 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქრისტიანში ცხოვრობს სულიწმიდა, ყველა ქრისტიანი როდია მართული და გაძლიერებული მისით. როდესაც ჩვენ საკუთარი ძალით ვცდილობთ გავაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება, ამ შემთხვევაში ბიბლია გვიწოდებს ხორციელს და შედეგად ჩვენი ცხოვრება მოკლებულია სიუხვესა და ნაყოფიერებას. წაიკითხეთ გალატელთა 5:22-24. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 3 წრე, რომელიც დაგვეხმარება 1 კორინთელთა წერილში აღწერილი ადამიანების სამი ტიპის დამახსოვრებაში (დახაზეთ 3 წრე).

უფრო მეტი გამდიდრებისათვის: წაიკითხეთ გადაცემადი კონცეფცია #3: როგორ შეგიძლია აღივსო სულიწმიდით. იმსჯელე ამის შესახებ ჯგუფის მეორე წევრთან.



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • ასწავლეთ სულიერი სუნთქვის პრინციპი
  • ამოისუნთქეთ - 1 იოანე 1:9 ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, განვაცხადოთ თანხმობა (დავდოთ პირობა), რომ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებებსა და მოქმედებებს.
  • ჩაისუნთქეთ -- გადაეცით თქვენი ცხოვრების კონტროლი ქრისტეს
  • სთხოვეთ მათ ილოცონ იმისათვის, რომ სულიწმიდამ უწინამძღვროს და აავსოს ისინი ძალით
  • მამა, მე შენ მჭირდები. მე ვაღიარებ, რომ თავად ვიყავი ჩემი ცხოვრების განმკარგავი; და რომ შევცოდე შენს წინააღმდეგ. მადლობას გიხდი იმისათვის, რომ მაპატიე ჩემი ცოდვები ჯვარზე ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით. მე გიწვევ ჩემს ცხოვრებაში, რომ შენ იყო ჩემი წინამძღოლი და ამავსო შენი სულიწმიდით. მე ვლოცულობ ამას იესოს სახელით და ვადასტურებ, რომ ეს არის ჩემი რწმენის გამოხატულება. მადლობას გიხდი ჩემი წინამძღოლობისათვის და შენი სულიწმიდით ჩემი აღვსებისათვის.
  • ივარჯიშეთ 3 წრის დახაზვაში და ასწავლეთ მათ სულიერი სუნთქვის პრინციპი.

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 3 ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებსაც შესძლებთ რომ უთხრათ ის, რაც თქვენ ისწავლეთ სულიწმიდის შესახებ.
  • მოახდინეთ იმ 2 ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებთანაც ისაუბრეთ ამ კვირაში სახარების შესახებ.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.