05 სბშ ზრდა ღვთის სიტყვის მეშვეობით

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 05 Growing through God’s Word and the translation is 100% complete.


Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ გალობაში, რათა დაიწყოთ საფუძველის დადება თაყვანისცემისა და განდიდებისათვის.

  • მაგალითი: წაიკითხეთ გამოცხადება 7:12 „მოდით ვუძღვნათ უფალს პატივი და თაყვანისცემა საგალობლით.“

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: ღმერთმა ყოველგვარი სულიერი კურთხევა გვიბოძა ქრისტეში. მან მიგვიღო თავის ოჯახში და ახლა თავის შვილებს გვიწოდებს. „თქვენ ჩაერთეთ ქრისტეში, როდესაც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება. გახდით რა მორწმუნე, თქვენ დაიბეჭდეთ მასში, აღთქმული სულიწმიდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია.“ (ეფესელთა 3:13-14ა) რა საოცარი ჯილდოა! ეს ღმერთის აღთქმაა თქვენთვის.



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

აღდგომის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, იესო ბევრჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. ერთ-ერთი ასეთი გამოცხადება იყო დიდ ოთახში, სადაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ დროს მან თავისი სიტყვის მნიშვნელობა აუხსნა მათ.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ ლუკას 24:36-49 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

იესოს სურს, რომ ჩვენ გვესმოდეს ღმერთის სიტყვა და ის, რასაც იგი გვასწავლის მის შესახებ. იესოს ცხოვრებამ აღასრულა აღთქმა ღმერთის სიტყვასთან დაკავშირებით. მას უნდა, რომ ჩვენ სხვებს ვუთხრათ იმის შესახებ, რაც შევისწავლეთ.

წაიკითხეთ 2 ტიმოთე 3:16-17, რომაელთა 10:17 და ებრაელთა 4:12 მუხლები; ეს მუხლები ნათელს ჰფენენ ჭეშმარიტებებს ღმერთის სიტყვის შესახებ.

ბიბლიის კითხვა ყოველდღიურად ძალზე მნიშვნელოვანია იესოს გაცნობისათვის.



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • აიღეთ ვალდებულება, რომ ყოველდღიურად სულ ცოტა ერთ თავს მაინც წაიკითხავთ ღმერთის სიტყვიდან, დაიწყეთ იოანეს სახარებით.
  • ილოცეთ, რომ სულიწმიდამ გასწავლოთ თქვენ მისი სიტყვის მეშვეობით, წაიკითხეთ თავი, შემდეგ უპასუხეთ სამ კითხვას:
    • რის შესახებ მოგვითხრობს ეს ადგილი?
    • როგორ შემიძლია მისი გამოყენება?
    • ვის შემიძლია დავეხმარო ამ ადგილის გამოყენებაში?
  • ილოცეთ და იფიქრეთ იმის შესახებ, თუ რა გასწავლათ სულიწმიდამ ამ ადგილის მნიშვნელობაზე.

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანის იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებსაც მოუყვებით ამ ამბავს ან გაუზიარებთ სახარებას ამ კვირაში
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

  • ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.