08 სბშ ლოცვა და ზრუნვა

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 08 Amazing Question and Care and the translation is 100% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • მაგალითი: წაიკითხეთ ფსალმუნი 32:1-5 და 1-2 საგალობელი

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

იესოს პირველი სიტყვები მარკოზის სახარებაში გახლდათ მიმართვა ხალხისადმი „მოინანიეთ.“ ეს ნიშნავს მთელი ჩვენი აზროვნების სრულ ცვლილებას, ვინაიდან ღმერთის გზები ძალიან განსხვავდება ჩვენი გზებისგან. ერთი მხარეა, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს. ჩვენ გვესაჭიროება ცხოვრების ახლებური გაგება ღმერთთან ერთად და ის, თუ რის გაკეთება შეუძლია მას ჩვენს ცხოვრებაში. იესოს შემდეგი სიტყვები იყო „გამომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“ იესოს თითოეული მოწაფე ვალდებულია ამ ორმაგი მოწოდებით იცხოვროს, მიჰყვეს იესოს და იყოს ადამიანთა მებადური. ჩვენი თავდადებული ერთგულება იესოსადმი ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და ჩვენს ურთიერთობებს. მოდით გავამხნევოთ ერთმანეთი და ყოველთვის მზად ვიყოთ სინანულისთვის, მიყოლისთვის და მებადურეობისთვის!




Second-third-blue.jpg

კონტექსტი

იესოს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე, იგი და მისი მოწაფეები იყვნენ ქალაქ იერიქოში. როდესაც ისინი იქიდან გამოდიოდნენ იერუსალიმისაკენ მიმავალნი, ერთმა ბრმა კაცმა ყვირილი დაიწყო, რათა მიექცია იესოს ყურადღება. ეს ამბავი გვეუბნება, თუ რა მოხდა შემდეგ.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ ლუკას 18:35-43 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

იესოს დიდი სიბრალული ჰქონდა ადამიანების მიმართ! მან ბრმა კაცს საოცარი კითხვა დაუსვა, „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ შემდეგ უპასუხა მის საჭიროებებს. იოანეს 14:12-13 იესომ თქვა, „ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, იმას ვიქმ, რათა განდიდდეს მამა ძეში.“ როგორც იესოს მიმდევრებმა, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა და ვუთანაგრძნოთ ადამიანებს სულიწმიდის ძალით, დავუსვათ მათ იგივე საოცარი კითხვა და დავეხმაროთ მათ საქმეებისა და საჭიროებების მოგვარებაში.



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • პრაქტიკულად განახორციელეთ მოთხრობის გაზიარება და საოცარი კითხვის გამოყენება. ამაში ჩართეთ მოთხრობაზე საუბრის გადატანის პრაქტიკაც.
  • დამატებითი: მოყევით მოთხრობა იესოს ვიდეო კლიპის გამოყენებით
  • განაახლეთ თქვენი სამუშაო სია დამატებითი ადამიანების სახელებით თუ ეს საჭიროა.


მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანის იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც შესძლებთ ლოცვასა და ზრუნვას საოცარი კითხვის გამოყენებით.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.


ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.