09 სბშ ღმერთის მიერ მომზადებული ადამიანები

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 09 God Prepared People and the translation is 95% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • მაგალითი: წაიკითხეთ რომაელთა 11:33-36 და იგალობეთ 1-2 საგალობელი.

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: ღმერთი ცვლის ადამიანთა ცხოვრებას და იყენებს თავისი დიდებისათვის. ერთ-ერთი მაგალითია საშუალო აღმოსავლეთში მცხოვრები კაცი სახელად ადამი. იგი გაწვრთნილი იყო, რომ ყოფილიყო წამებული თავისი რელიგიისათვის. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ერთ ღამეში, როდესაც ის მოულოდნელად შეხვდა ქრისტეს. იგი იმდენად აღტაცებული იყო თავისი ახალი ურთიერთობებით ქრისტესთან, რომ მყისვე დაიწყო მოწმობა ყველასთან, ვისაც იცნობდა. დევნის მიუხედავად, იგი განაგრძობს სახარების გაზიარებას და სხვების გაწვრთნას. გაამხნევეთ ისინი 1 კორინთელთა 1:24-31 მუხლების წაკითხვით.



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

იესომ გამოიწვია ოთხი კაცი გაჰყოლოდნენ მას და ესწავლათ ადამიანთა შეძენა. თავისი მიმდევრების წვრთნის პროცესში ადამიანთა შეძენისთვის, იესომ წარუდგინა მათ ექვსი განსხვავებული სიტუაცია. უკანასკნელი სიტუაცია ეხებოდა ხელისუფლების წარმომადგენელ კაცს, რომელიც შეუერთდა ამ ოთხს და გახდა იესოს ერთ-ერთი უახლოესი მიმდევარი.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ ლუკას 5:27-32 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

წაიკითხეთ ლუკას 10:1-11. იესომ გაგზავნა თავისი მიმდევრები, რომ მათაც იგივე საქმე ეკეთებინათ, რასაც თავად აკეთებდა: ელოცათ ადამიანებისათვის, ეზრუნათ მათი საჭიროებებისათვის და გაეზიარებინათ მათთვის ამბავი სამეფოს შესახებ. ეს შეიძლება შეჯამდეს, როგორც ლოცვა, ზრუნვა, გაზიარება. მან გაამრავლა თავისი თავი ახალი მუშაკების წვრთნითა და გაგზავნით. ღმერთისაგან მომზადებული მშვიდობის ადამიანი, ის ადამიანია, რომელიც მიგიღებთ თქვენ და მიიღებს თქვენს უწყებას. თავიანთი ურთიერთობების მეშვეობით, ისინი პოულობენ ახალ ადამიანებს სახარებისთვის.

მეტი გამდიდრებისთვის: შეისწავლეთ მშვიდობის შემდეგი პიროვნებები და იმსჯელეთ ამის შესახებ ჯგუფის სხვა წევრთან: ლუკა 19:1-10, მარკოზი 5:14-20, იოანე 4:1-42, საქმეები 16:13-15


Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • მიმოიხილეთ საოცარი კითხვის გამოყენებისა და სხვებზე ზრუნვის საკითხები
  • პრაქტიკულად განახორციელეთ რომელიმე უნარის ან თემის გამოყენება წინა გაკვეთილებიდან საჭიროებისამებრ

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანის იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც აიღებთ ინიციატივას იმსახუროთ ამ კვირის მანძილზე.
    • გამოიყენეთ ის, რაც შეისწავლეთ ამ კვირაში სულ ცოტა 3-თან.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.