10 სბშ ჩემი დამოწმება

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 10 My Story and the translation is 95% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • მაგალითი: წაიკითხეთ ფსალმუნი 65:1-4 და იგალობეთ საგალობლები.

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: იოანეს 3:8-ში, ღმერთის სული აღწერილია, როგორც ქარი. ჩვენ არ შეგვიძლია მისი კონტროლი ან მისთვის მიმართულების შეცვლა; ის ქრის საითაც სურს. ჩვენ არ შეგვიძლია შევქმნათ მოძრაობა, მხოლოდ ღმერთის სულს შეუძლია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ისეთ პოზიციაზე დავდგეთ, რომ როდესაც ის ამოძრავდება, მზად ვიყოთ მასთან ერთად ავმოძრავდეთ. მარტივი უნარები, რომლებსაც სწავლობთ დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში. კარგი ამბავი ეს არის: ღმერთის სული ყველგან მოქმედებს! მოდით ვიყოთ მომზადებულნი და ვილოცოთ იმისათვის, რომ სული ამოქმედდეს.



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

პავლე იმის გამო დააპატიმრეს, რომ იგი ტყუილად დაადანაშაულეს ებრაელმა წინამძღოლებმა სატაძრო კანონების დარღვევაში. თავისი თავდაცვისას მმართველის წინაშე, პავლე მოყვა თავის ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნო ქრისტე.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ საქმეები 22:1-21 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

პავლეს ამბავი (დამოწმება) შეიძლება შეჯამდეს 3 ნაწილად:

  • მისი ცხოვრება ქრისტესთან შეხვედრამდე,
  • როგორ შეხვდა ქრისტეს, და
  • მისი ცხოვრება ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ.

ეს ნიმუში ჯერაც ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ვუთხრათ სხვებს, თუ რა გააკეთა იესომ ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენი ამბავი ძლიერი მოწმობაა იმ სარგებლობის შესახებ, რაც უფლის ცნობას, შემეცნებას მოაქვს.



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • გადმოეცით თანამედროვე მაგალითი თქვენი ამბის მოყოლით და მისი 3 ნაწილად დაყოფით
  • პრაქტიკულად განახორციელეთ საკუთარი ამბის პარტნიორისადმი გაზიარება.
  • სთხოვეთ მათ აარჩიონ ერთი სიტყვა, რაც აღწერს მათი ამბის 3 ნაწილს
  • სთხოვეთ მათ მისი განვრცობა 3 ნაწილიდან თითოეულის შესახებ 2-3 წინადადებით
  • ნება მიეცით პრაქტიკულად განახორციელონ თავიანთი ამბის გაზიარება პარტნიორთან. 3 წუთის შემდეგ, სთხოვეთ გამოხმაურება შემდეგ კი შეცვლა.
  • თუ დრო გაძლევთ ამის საშუალებას, დაე შეცვალონ მათ პარტნიორები და გაიმეორონ იგივე პროცესი

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანის იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც აიღებთ ინიციატივას იმსახუროთ ამ კვირის მანძილზე.
    • გამოიყენეთ ის, რაც შეისწავლეთ ამ კვირაში სულ ცოტა 3 ადამიანთან.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.