11 სბშ მოწმედ ყოფნა

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 11 Being a Witness and the translation is 100% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • მაგალითი: წაიკითხეთ ფსალმუნი 94:1-7 და იგალობეთ საგალობლები.

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: საქმეების წიგნში ჩვენ ვხედვთ როგორ წვრთნიდნენ მორწმუნეები სხვებს იმისათვის, რომ ისინი თავის მხრივ ყოფილიყვნენ სხვათა მწვრთნელები. იესოს ერთ-ერთი უპირველესი მიმდევართაგანი იყო კაცი სახელად ბარნაბა. მან იპოვა ახალი მორწმუნე, რომელსაც პავლე ერქვა და დაეხმარა მას. პავლემ იპოვა ახალგაზრდა მორწმუნე სახელად ტიმოთე და მრავალ ადგილას თავისთან ერთად ყავდა სახარების ქადაგებისას. მოგვიანებით, პავლემ მისწერა ტიმოთეს, რომ მან უნდა გაწვრთნას ერთგული ადამიანები ეკლესიებში, რათა მათ თავის მხრივ იპოვონ სხვა ახალგაზრდა ქრისტიანები გასაწვრთნელად. წაიკითხეთ 2 ტიმოთე 2:2. იესო შემდეგ ბარნაბა, შემდეგ პავლე, შემდეგ ტიმოთე, შემდეგ ერთგული ადამიანები და კიდევ სხვა ახალგაზრდა ქრისტიანები. ყველა ქრისტიანი მოწოდებულია იყვნენ და გაწვრთნან სხვები, რომლებსაც თავის მხრივ შეეძლებათ გახდნენ სხვათა მწვრთნელები. ამგვარად სახარება სწრაფად ვრცელდება!



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

მას შემდეგ რაც იესო აღდგა მკვდრეთით, მან განაგრძო თავისი მოწაფეების დამოძღვრა ღმერთის სამეფოს შესახებ. თავისი უკანასკნელი შეხვედრის დროს მათთან, მან ხაზი გაუსვა იმ მისიას, რომლისთვისაც ისინი იყვნენ მოწოდებულნი და ასევე აღნიშნა იმ დახმარების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა მათთვის.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ საქმეები 1:1-8 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

იესოს მიყოლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვემორჩილებით მის ბრძანებას ვიყოთ მისი მოწმეები. მაგრამ იმისი გაკეთება, რაც საჭიროა, მხოლოდ სულიწმიდის ძალის დახმარებით შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გვაძლიერებს ჩვენ, შეგვიძლია ვიყოთ ქმედითი მოწმეები. ღმერთის სურვილია ყველას დავუმოწმოთ--იმათ, ვინც ჩვენი მსგავსია და იმათ, ვინც არ არის ჩვენი მსგავსი; იმათ, ვინც ჩვენს ახლოს არიან და იმათ, ვინც დედამიწის ზურგზე ცხოვრობენ.

მეტი გამდიდრებისათვის: წაიკითხეთ გადაცემადი კონცეფცია #5: როგორ შეგიძლია იყო ერთგული მოწმე დეა იმსჯელე ჯგუფის მეორე წევრთან.



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • შეახსენეთ მათ: წარმატება დამოწმებაში დამოკიდებულია ინიციატივის გამოჩენაზე გაუზიარო ქრისტე სულიწმიდის ძალით და შედეგები მიანდო ღმერთს.
  • მიმოიხილეთ სულიერი სუნთქვის პრინციპები და ყველას მიეცით პერსონალური შესაძლებლობა ამოსუნთქვის და ჩასუნთქვის
  • მიეცით დრო ლოცვისათვის, რომ იყვნენ მართულნი და გაძლიერებულნი სულიწმიდით.

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანის იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც აიღებთ ინიციატივას იმსახუროთ ამ კვირის მანძილზე.
    • გამოიყენეთ ის, რაც შეისწავლეთ ამ კვირაში სულ ცოტა 3 ადამიანთან.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.