12 სბშ კარებების გახსნა

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 12 Opening Doors and the translation is 95% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • მაგალითი: წაიკითხეთ ფსალმუნი 9:1-2 და იგალობეთ საგალობლები.

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: ვინაიდან ყველა მოწოდებულია მიჰყვეს იესოს და იყოს ადამიანთა მებადური, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორი კატეგორიის ადამიანები არსებობენ -- დაკარგულები და დახსნილები. დაკარგული ადამიანები საჭიროებენ მიჰყვნენ იესოს. დახსნილებმა კი უნდა ისწავლონ მებადურობა დაკარგულებისათვის. როდესაც მსოფლიოს ორი ტიპის ადამიანებად აღიქვამ, მაშინ შენი ყოველდღიური ურთიერთზემოქმედება მარტივდება. ხვდები დაკარგულ ადამიანს და უმოწმებ მას. ხოლო თუ გადარჩენილს ხვდები, სთავაზობ მათ სწავლებას. ეს მართლაც მარტივია!



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

პეტრე წარმართული იყო სულისგან წასულიყო სანაპირო ქალაქ კესარიაში, სადაც რომაელი სამხედრო ასისთავი, სახელად კორნელიოსი ცხოვრობდა. იგი ღმერთისგან მომზადებული მშვიდობის პიროვნება გახლდათ. პეტრე დამორჩილდა და გაემგზავრა კესარიაში, რათა ეხარებინა კორნელიოსისათვის იესოს შესახებ. მოდით ვნახოთ რა მოხდა.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ საქმეები 10:24-48 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

მშვიდობის პიროვნებები ურთიერთობის ადამიანები არიან. ჩვენ შეგვიძლია სახარების გაზიარება ინდივიდუალური ადამიანებისათვის, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვეძებოთ შესაძლებლობა გამოვიყენოთ ღია კარი და გავუზიაროთ სახარება მშვიდობის პიროვნების მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. სხვა მაგალითები, სადაც სახარების გავრცელებაა აღწერილი ამგვარი ურთიერთობების მეშვეობით, არის ლიდიისა და მისი სახლეულის ამბავი (საქმეების 16:14-15), ფილიპელი ციხის უფროსისა და მისი სახლეულის ამბავი (საქმეები 16:30-33) და მებაჟე მათეს და მისი მეგობრების ამბავი (მათე 9:9-10).



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

პრაქტიკულად განახორციელეთ სამისიონერო შეხვედრა მშვიდობის პიროვნების სახლში.

  • იმსჯელეთ, როგორ სთხოვენ ისინი მშვიდობის პიროვნებას უმასპინძლოს ამ შეხვედრას.
  • იმსჯელეთ, როგორ გამოიყენებთ მოკლე ფილმებს და იესოს ფილმს, რათა გაიმართოს მსჯელობა სულიერ საკითხებზე 2 სტანდარტის კითხვების გამოყენებით.
  • იმსჯელეთ, როგორ შესთავაზებთ მათ ლოცვის შესაძლებლობას.
  • იმსჯელეთ, როგორ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ, ვინც თავისი რწმენა ქრისტეს დაუკავშირა.

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ თუნდაც 1 ადამიანის იდენტიფიცირება, რომელსაც შესძლებთ რომ სთხოვოთ სამისიონერო შეხვედრის მასპინძლობა.
  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანი იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც აიღებთ ინიციატივას იმსახუროთ ამ კვირის მანძილზე.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.