15 სბშ აზრის მიცემა

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 15 Giving with Purpose and the translation is 95% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • მაგალითი: ებრაელთა 4:12-16 და იგალობეთ საგალობლები
  • (დამატებითი) გამოიყენეთ რწმენის განცხადება იესოზე, ფილიპელთა 2:11ბ; 1 ტომოთე 2:4-6ა მსგავსად

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.


მაგალითი: ერთ დღეს იესომ გაგზავნა თავისი მოწაფეები, რათა მომსახურებოდნენ ადამიანებს გარემო სოფლებში. როდესაც ისინი უკან დაბრუნდნენ ძალიან აღტაცებულები იყვნენ იმით, რაც ღმერთმა გააკეთა მათი მეშვეობით, „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან!“ მას შემდეგ რაც იესომ მათთან ერთად გაიხარა, მან ასეთი პერსპექტივა მისცა მათ: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“ (ლუკა 10:17-20). იესო შეგვახსენებს ჩვენ, რომ ჩვენი სიხარული შედეგებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ იმაში რომ ვიცნობთ მას!



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

ადრეული ეკლესია ერთმანეთის ერთგული წევრებისგან შესდგებოდა. ისინი რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ბევრი ახალი ადამიანი მოდიოდა ქრისტესთან. დევნის შემდეგ, ისინი ლოცულობდნენ გაბედულებისათვის და უფალი ეხმარებოდა მათ ეხარებინათ სახარება გაბედულად. ეს ამბავი იმ იერუსალიმელ მორწმუნეებზეა, რომლებმაც წარმოაჩინეს თავიანთი ერთგულება ერთმანეთის მიმართ.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ საქმეების 4:32 - 5:11 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

ეკლესიის დასაწყისიდანვე, მორწმუნეები ზრუნავდნენ ერთმანეთის საჭიროებებზე თავიანთი სახსრების გაღებით. ჩვენ ამ მოთხრობიდან ვსწავლობთ იმას, რომ ნებაყოფლობით უნდა გავიღოთ და არა ძალდატანებით. ეს მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 2 კორინთელთა 9:7 მუხლში. წაიკითხეთ საქმეების 11:27-29. ადრეული ეკლესია ასევე იღებდა და ეხმარებოდა სხვა ეკლესიებს. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენს მიერ გაღებული სახსარები შესაძლოა გამოყენებული იქნას ჩვენი ეკლესიის გარეთ არსებული საჭიროებებისათვის. წაიკითხეთ ლუკას 8:1-3. ეს მოთხრობა გვაჩვენებს, რომ გაღებული სახსრები ასევე გამოიყენება სახარების მიტანისათვის სხვა ადგილებზე და ღმერთის უწყების გავრცელებისთვის. 1 კორინთელთა 16:2, პავლე ამხნევებს ადამიანებს, რომ დანერგონ ყოველკვირეული გაღების წესი, რაც გამოყენებული იქნება ამ მიზნებისთვის.



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • იმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ან მოგვარდეს გაღების საქმე.
  • მოახდინეთ იმ საჭიროებების იდენტიფიკაცია, სადაც თქვენს მიერ გაღებული სახსრები იქნება გამოყენებული.
  • გაიხსენეთ იესოს მსხვერპლი ზიარების მეშვეობით, თუ ეს შესაბამისობაშია სიტუაციასთან.
  • ივარჯიშეთ რომელიმე უნარში ან ისწავლეთ რომელიმე თემა წინა გაკვეთილებიდან, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მზად ვიყოთ სხვა ადამიანების მსახურებისათვის.

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანი იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც აიღებთ ინიციატივას იმსახუროთ ამ კვირის მანძილზე.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.