16 სბშ დამოწაფების ფასი

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 16 Cost of Discipleship and the translation is 97% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • მაგალითი: ებრაელთა 13:14-15 და იგალობეთ საგალობლები
  • (დამატებითი) გამოიყენეთ რწმენის განცხადება იესოზე, ფილიპელთა 2:11ბ; 1 ტომოთე 2:4-6ა მსგავსი.

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით.

მაგალითი: ღმერთის გული განწყობილია ყველა დაკარგულის მოსაძებნად. თუმცა, ჩვენს ირგვლივ ბევრ ადგილზე ჯერაც არ ჰყავს იესოს მიმდევრები, რომ იყვნენ ნათელი სოფლისა და აჩვენონ ღმერთის სიყვარული იქ მცხოვრებ ადამიანებს. როგორც იესოს მიმდევრები, ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავუსწოროთ ჩვენი გული მის გულს ყველა დაკარგულის მოსაძიებლად. ჩვენ უნდა ვესწრაფოთ დიდ მიზანს; ეს მიზანი ჩვენს გარშემო მყოფი ქვეყნიერების მიწვდომაა. ჩვენ გვჯერა რომ გამოგვიყენებს ღმერთი თავის დიდ საქმეში „იყოს ეკლესია ყველა სოფელსა და ყველა თემში და იყოს სახარება ყველა ადამიანისათვის!“



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

ხალხის დიდი გუნდი ყოველთვის დაჰყვებოდა იესოს. მათ გაგებული ჰქონდათ სასწაულებრივი განკურნებებისა და ათასობით ადამიანის გამოკვების საოცარი საქმეები. ისინი იწევდნენ მისკენ, ვინაიდან იმედი ჰქონდათ, რომ მისგან რაიმე სარგებლობას ნახავდნენ. მაგრამ იესო ხედავდა მათ გულს. მან იცოდა, რომ სინამდვილეში მათ არ სურდათ მისი უპირობო გაყოლა. მას უნდოდა ამ ადამიანებს ეღიარებინათ შემდეგი: მისი მიმდევრობა ნიშნავს მისთვის ყველაფრის გადაცემას.

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ ან უყურეთ ლუკა 14:25-33 მუხლები 2-ჯერ ან 3-ჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ.

აღმოჩენის დისკუსია

  • ყველა ამბობს, თუ რამ მიიპყრო მათი ყურადღება (ან რა მოეწონათ ყველაზე მეტად) და რატომ.
  • რატომ ფიქრობთ, რომ ეს მოთხრობა მნიშვნელოვანია?
  • როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ განსხვავებულად ახლა, მას შემდეგ რაც მოვისმინეთ ეს ამბავი?

უთხარით და შეუსწორეთ

  • პრაქტიკულად განახორციელეთ ეს ყოველივე; ერთი ყვება ამბავს, დანარჩენები კი, თქვენი თხოვნისამებრ, უსწორებენ მას, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

როდესაც ჩვენ მივყვებით იესოს, სარგებლობა მარადიული და შეუდარებელია: ეს არის, ცოდვების მიტევება, ხსნა, და უსაფრთხოება მეფეთა მეფესთან და უფალთა უფალთან. თუმცა იესოს მოწაფეობა არ აგვარიდებს ტკივილსა და ტანჯვას. ვინაიდან ჩვენ უკეთურ წუთისოფელში ვცხოვრობთ, ქრისტეს მოწაფეობა თქვენთვისაც მოიტანს დევნას და გამოწვევებს. ყველა ვისაც სწადია ღვთისნიერი ცხოვრება დევნილი იქნება სხვებისგან. თუმცა მოდით გავმხნევდეთ პეტრეს სიტყვებით, რომელიც იესოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გახლდათ, წავიკითხოთ 1 პეტრე 4:12-16 და 19.



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • ივარჯიშეთ რომელიმე უნარში ან ისწავლეთ რომელიმე თემა წინა გაკვეთილებიდან, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მზად ვიყოთ სხვა ადამიანების მსახურებისათვის.
  • ივარჯიშეთ გაღებაში, როგორც შევთანხმდით ამის შესახებ.
  • გაიხსენეთ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი ზიარებით, თუ ეს შესაძლებელია.

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანი იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც აიღებთ ინიციატივას იმსახუროთ ამ კვირის მანძილზე.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.