17 სბშ უბრალო ეკლესიის მსახურება

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page FBS 17 Church Meeting (Self-Feeding) and the translation is 100% complete.
Other languages:
English • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა პდფ ფაილად
First-third-blue.jpg

განდიდება

წაიკითხეთ წმიდა წერილი და ივარჯიშეთ განდიდების გალობაში.

  • (დამატებითი) იესო ქრისტე უფალია, მამა ღმერთის სადიდებლად. მას სურს ყველა ადამიანი გადარჩეს და მისწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას. რადგან ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიანთა შორის, ადამიანი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსასყიდად. (ფილიპელთა 2:11ბ; 1 ტიმოთე 2:4-6ა)

ზრუნვა

მოემსახურეთ ერთმანეთის საჭიროებებს ლოცვით, ბიბლიური დარიგებითა და გამხნევებით.

  • სთხოვეთ ყველას, მოყვნენ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი და ახსნან (განმარტონ) თუნდაც ერთი გამოწვევა, რომელიც გამოსცადეს ამ კვირაში.
  • ჰკითხეთ მათ: „რა გინდათ, რომ იესომ გააკეთოს თქვენთვის ამ კვირაში?“ ილოცეთ ერთმანეთის საჭიროებებზე.

აღნიშნეთ ერთგულება

წაახალისეთ იესოსადმი მორჩილების სიყვარულით სავსე ანგარიშვალდებულება

  • ჰკითხეთ მათ: „რა მოხდა, როდესაც მიენდეთ ღმერთს თქვენი მიზნებით და მე როდესაც . . . ფორმულირებებით?“

მოტივაცია და გამხნევება

ჩამოაყალიბეთ ხედვა, რანი შეუძლიათ მათ გახდნენ ქრისტეში და რა შეუძლია გააკეთოს ღმერთს მათი მეშვეობით თუ შეისწავლიან და ...

  • წერილს, რომელიც შეახსენებს მათ მამის გულის განწყობას და საბოლოო ხედვას.
  • იფიქრებენ იმ ცვლილებებზე, რომლებიც მოხდა მათ ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც ისინი გახდნენ იესოს მიმდევრები.
  • შეახსენეთ მათ, რა სურს ღმერთს გააკეთოს მათი მეშვეობით.

გაუზიარეთ დიდი ხედვა „ეკლესია ყოველი სოფლისა და თემისათვის და სახარება ყოველი ადამიანისათვის.“



Second-third-blue.jpg

კონტექსტი

  • სთხოვეთ ჯგუფის წევრებს მოყვნენ რომელიმე ამბავი გასული კვირიდან

წაიკითხეთ

  • წაიკითხეთ (ან უყურეთ) ახალი მოთხრობა ორჯერ, დანარჩენებმა მოისმინონ

აღმოჩენის დისკუსია

  • ყოველი ახალი მოთხრობისათვის თითოეულ კვირას, გამოიყენეთ ქრისტეს ცხოვრების მასალები -- იყო იესოს მსგავსი: სამეფოს მოდელი

უთხარით და შეუსწორეთ

  • კვლავ წაიკითხეთ მოთხრობა. სთხოვეთ ვინმეს იამბოს მოთხრობა და სთხოვეთ ჯგუფს, შეუსწორონ, თუ ეს საჭიროა.

შეჯამება

  • შეაჯამეთ აღმოჩენის დისკუსიის მთავარი აზრები.
  • წაიკითხეთ შეჯამება ფასილიტატორის სახელმძღვანელოდან.
  • ჩართეთ დასამახსოვრებელი მუხლი შეჯამებიდან ან მოთხრობიდან.


ივარჯიშეთ გაღებაში ან ჩაატარეთ ზიარება აქ ან მისიისათვის მომზადების სექციაში



Third-third-blue.jpg

მისიისათვის მომზადება

  • ივარჯიშეთ რომელიმე უნარში ან ისწავლეთ წინა თემები, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მზად ვიყოთ სხვა ადამიანების მსახურებისათვის.
    • ლოცვა, ზრუნვა, გაზიარება
    • სახარება
    • ფუნდამენტური ბიბლიური სწავლება
  • ივარჯიშეთ გაღებაში, როგორც შევთანხმდით ამის შესახებ.
  • გაიხსენეთ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი ზიარებით, თუ ეს შესაბამისია.

მისიაში წასვლა

  • მოახდინეთ იმ 5 ადამიანის იდენტიფიცირება თქვენი სამუშაო სიიდან, რომლებთან ერთადაც აიღებთ ინიციატივას იმსახუროთ ამ კვირის მანძილზე.
  • ჩამოწერეთ „მე როდესაც . . .„ ფორმულირებები და გაუზიარეთ თქვენს პატარა ჯგუფს.

ლოცვა მისიისათვის

ყველას მიზნები მიანდეთ უფალს. სთხოვეთ უფალს დაგვეხმაროს ვიყოთ ერთგულები და დავიწყოთ დამოწაფების მოძრაობა.

კურთხევა (დამატებით)