მც2 02წრ სულიწმიდის თანდასწრებაში დარჩენა

From mc2
Jump to navigation Jump to search
This page is a translated version of the page MC2 02FN Keeping in Step with the Spirit and the translation is 100% complete.
Other languages:
English • ‎hrvatski • ‎polski • ‎română • ‎shqip • ‎srpski (latinica)‎ • ‎čeština • ‎български • ‎македонски • ‎русский • ‎ქართული

ამ გვერდის გადმოწერა PDF ფაილად


ამ კვირის მანძილზე თქვენ ისწავლით სულიწმინდის მიმართ დამოკიდებულებას როგორც პიროვნებასთან. უნდა მივუძღვნათ ჩვენი თავი და სიცოცხლე ცხოვრების ყოველ მომენტში. [ საქმეების 6:1–7; გალატელთა 5:16–25 ]


გაკვეთილის მიმოხილვა (20-30 წუთი)

First third.jpg
ჩასანიშნი: • დაყავით ხალხი 4–6 კაციან ჯგუფებად..

ლოცვა და ზრუნვა

  • დანიშნეთ ლიდერი პატარა ჯგუფში რათა ხელი შეუწყოს გაზიარებას.
  • განიხილეთ ჯგუფში რა სამადლობელი გაქვთ ამ კვირაში უფლის მიმართ?
  • თითოეულმა მონაწილემ გაუზიაროს ჯგუფში როგორ არიან ისინი და 1–2 ლოცვითი სათხოვარი, შემდეგ ილოცონ ერთი–მეორისათვის.

ჩასანიშნი: თუ ვინმე საჭიროებს სასწრაფოდ დახმარებას, დანიშნეთ დრო შეხვედრის შემდეგ მის დასახმარებლად.

ერთგულების აღნიშვნა

  • გაამხნევეთ სიყვარულით ქრისტეს მორჩილებაში.
  • თითოეულმა მონაწილემ გაუზიაროს ჯგუფში რა მოხდა როდესაც მან მიანდო ღმერთს თავისი მიზნები და "მე გავაკეთებ – როდისთვის" განაცხადი.
  • ჯგუფების მორჩენის შემდეგ, ჰკითხეთ ვინმეს ხომ არ სურს გაუზიაროს მთლიან ჯგუფში.

ხედვის შერჩევა

განიხილეთ მათი ვინაობა ქრისტეში ან რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს მათი გამოყენებით როდესაც ისინი გადადგავენ რწმენის ნაბიჯებს.

    • მაგალითისთვის:

მეფე დავითი იყო გაოცებული რომ ყოვლის შემომქმედი ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე. მე–8 ფსალმუნში ის წერს " რა არის ადამიანი რომ შენ გახსოვს ის და ზრუნავ მასზე"? მშვენიერია რომ ჩვენ ვემსახურებით მოსიყვარულე ღმერთს, რომელიც ყოვლისშემძლეა, და რომელიც გვიწვევს ყველას რომ შეუერთდეთ მის საქმიანობას და რომ იმოქმედოს ჩვენი მეშვეობით, რათა აჩვენოს თავისი სიყვარული ქვეყნიერებას. აზიის ერთერთ ქვეყანაში სადაც ქრისტიანობა იდევნება, ერთმა ქალბატონმა ირწმუნა და ისწავლა თუ როგორ დაემორჩილოს ღმერთს. ღმერთმა ამ ქალბატონის მეშვეობით 1,300 –მდე ადამიანი გააქრისტიანა და 5 თაობის ახალი ეკლესიები დაარსდა. ჩვენ პრივილეგირებულები ვართ რომ შეგვიძლია ვიყოთ ღმერთისგან გამოყენებული. წარმოიდგინეთ რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს თქვენი მეშვეობით!

ზემოთ ახედვა (45წუთი)

Second third.jpg

მოქმედება #1 საქმეების 6:1–7

შედეგი: სულიწმინდით აღსავსე ადამიანთა თვისებები აშკარაა.

[მინიშნება: ეს არის პირველი FBS(ბიბლიის ფუნდამენტური შესწავლა) ის გაკვეთილი, მიჰყევით პროცესს.]

  • კონტექსტი:

ადრეული ეკლესია იზრდებოდა რიცხობრივად, და ზოგჯერ ამის გამო იქმნებოდა პრობლემები.ქვრივები ბერძნულად მოსაუბრე ებრაელები წარმომავლობით იყვნენ უგულებელყოფილები. მოციქულებმა გადაწყვიტეს გადაეჭრათ პრობლემა. მოდით წავიკითხოთ ერთერთ ასეთ შემთხვევაზე, თუ როგორ მოგვარდა პრობლემა.

  • აირჩიეთ პატარა ჯგუფის ლიდერი რომელიც დაეხმარება დისკუსიის წაყვანაში.
  • აუხსენით ინსტრუქცია თუ როგორ ხდება წაკითხვა და აღმოჩენა (FBS).
  • კითხვა
  • წაიკითხეთ მოცემული ადგილი საქმეების 6:1–7 ხმამაღლა ორჯერ, ხოლო ყველა დანარჩენმა მოუსმინონ ( დახურეთ ბიბლიები.)
  • დისკუსიის აღმოჩენა

ყველამ უპასუხოს: რა მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?

მოქმედება #2 გალატელთა 5:16–25

შედეგი: სულის ნაყოფების სწორი გაგება

  • გადასვლა:

დაინახეთ როგორი თვისებების მქონე ლიდერები უნდა შეერჩიათ? [სულით და სიბრძნით აღსავსე ადამიანები] მაგრამ როგორ უნდა გაეგოთ ვინ იყო სულით და სიბრძნით აღსავსე ადამიანები? მოდით გადავხედოთ კიდევ ერთ ადგილს რომელიც ცხადყოფს როგორია სულით და სიბრძნით აღვსილი ადამიანის ცხოვრება.

ამოირჩიეთ პატარა ჯგუფის ლიდერი რომელიც წაიყვანს ჯგუფის დისკუსიას.

  • წაიკითხეთ:
  • წაიკითხეთ პატარა ჯგუფებში, გალატელთა 5:16–25 2–ჯერ და სხვებმა მოუსმინონ.
  • დისკუსია სადაც აღმოაჩენთ სიახლეებს
    • ყველა პასუხობს: რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? რატომ?

შეჯამება

ეს ადგილი ცხადყოფს თვისებებს რომელიც გამომდინარეობს სულით აღვსილი ცხოვრებიდან. საქმეების 6:1–7 ხალხს შეეძლო დაენახათ იმ 7 კაცის ნაყოფები რომლებიც იყვნენ არჩეულნი.

  • თითოელმა ჯგუფმა იმსჯელონ შემდეგზე:
    • დღეს დღეობით ვის იცნობთ, ვისაც აქვს მსგავსი სუწმიდის ნაყოფები?
    • დაასახელეთ ჯგუფში იმ ადამიანის სახელი ვისაც ამოირჩევდით საქმეების 6 თავში და რატომ თქვით რატომ ამოირჩიეთ?

გარდამავალი

ჩვენ დავინახეთ სულიწმინდის მნიშვნელოვანი როლი, როგორც დამხმარე ჩვენი ცხოვრების შეცვლისა და ძალის მომცემი, რათა ვიყოთ მოწმენი და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი. რჩება კითხვა ჩვენთვის: მივცემთ უფლებას სულიწმინდას, რომ გვიწინამძღოლოს, მოგვცეს მიმართულება და მოგვანიჭოს ძალა?

ეს პატარა ბროშურა (გეჭიროთ ხელში) დაგეხმარებათ შეჯამებაში და იმის პრაქტიკულად გამოყენებაში რაც ვისწავლეთ სული წმინდის შესახებ. ჩვენ ასევე შეგვიძლია, დავეხმაროთ სხვებს ამ ჭეშმარიტების გაგებაში და მიღებაში.

ბევრი ქრისტიანი თვლის, რომ პატარა ამონარიდებები და პუნქტები ბროშურიდან, არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფციები, რაც კი უსწავლიათ მათ თავიანთ ცხოვრებაში. მაშ მოდით, გავეცნოთ ამ ბროშურის კონცეფციას, როგორ გამოვიყენოთ იგი ჩვენს პირად ცხოვრებაში და დავეხმაროთ სხვებსაც მის გაგებაში.


წინ განჭვრეტა (45 წუთი)

Third third.jpg

მომზადება მისიისთვის

სულით აღსავსე ცხოვრების ბროშურის წარდგენა

თითოეულ მონაწილეს მიეცით ბროშურა.

  • ამოირჩიეთ წამყვანები თითოეული ჯგუფისთვის. სთხოვეთ ჯგუფის კოორდინატორებს, რომ გადაუნაწილონ წასაკითხი ბროშურის გვერდები ყოველ მონაწილეს ჯგუფში, თავიანთი თავის ჩათვლით.
    • პიროვნება 1: 1–3 გვერდები

პიროვნება 2: 4–7 გვერდები

პიროვნება 3: 8–11 გვერდები

    • პიროვნება 4: 13 გვერდი

პიროვნება 5: 14–16 გვერდები

  • აღნიშნეთ: რომ 12–ე გვერდი არ იყო ნახსენები, და რომ მას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.
  • ახლა, მინდა რომ გაეცნოთ ყველანი თავიანთ გვერდებს რამოდენიმე წუთით,გაეცით პასუხები შემდეგ კითხვებს და ჩაიწერეთ:

რა მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ?

  • იმის შემდეგ, რაც ყოველ მონაწილეს ჰქონდა დრო, რომ ეპასუხა კითხვებზე, სთხოვეთ ჯგუფის წევრებს:
ზეპირად მოყვნენ იმ გვერდების შინაარსი, რომლებიც შეხვდათ.
გაუზიარონ ჯგუფს პასუხები ზემოთაღნიშნულ ორ კითხვაზე.
დაიწყონ ბროშურის კითხვა, 1 გვერდიდან და გააგრძელონ 12ე გვერდის გამოკლებით.
  • გარდამავალი:

ძალიან კარგი! სასიამოვნო სანახავი იყო, თუ როგორ განიხილავდით თემას და უზიარებდით ერთმანეთს. ახლა გაქვთ რამოდენიმე წუთი იმისთვის, რომ ჩაიწეროთ თუ რაიმე კითხვა ან იდეა გაგიჩნდათ ჯგუფში მოსმენის დროს. მოგვიანებით მოგინდებათ მთლიანი ბროშურის განხილვა, თუმცა დასაწყისი კარგი იყო.

ახლა, როდესაც ჩვენ დავამთავრეთ, მინდა, რომ დავუბრუნდეთ ბროშურის მე–12 გვერდს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გაკვეთილში. მოდით, წავიკითხავ ამ გვერდს, და გთხოვთ, რომ გაამახვილოთ ყურადღება. მე წავიკითხავ ლოცვას 2–ჯერ, პირველად გასააზრებლად, და მეორედ, როგორც ჩვეულებრივი ლოცვა.

  • წაიკითხეთ გვერდი ერთხელ. შემდეგ უთხარით ჯგუფის წევრებს, რომ მეორედ წაიკითხავთ ლოცვას, მიაქციონ ყურადღება და აღიქვან როგორც ლოცვა.
  • ჰკითხეთ ვინმესთვის თუ იყო ეს ლოცვა პირველი. გამოყავით თუ ვინმე აღმოჩნდა ჯგუფში.

შეჯამება

ნება მომეცით შეგახსენოთ 3 რამ ბროშურიდან:

    • პირველი, ბრძანება და დაპირება მე–11 გვერდზე (სწრაფად შეაჯამეთ ეს).
    • მეორე, არ იყოთ დამოკიდებული გრძნობებზე (წაიკითხეთ აბზაცი რომელიც მდებარეობს მატარებლის დიაგრამის ქვეშ).
    • და მესამე, გამხნევება, მე–16 გვერდის დასაწყისში „თუ ეს ბროშურა იყო სასარგებლო თქვენთვის, მაშინ ის სხვებსაც გაუზიარეთ.“

სულით არსავსე ცხოვრების ბროშურის დემონსტრირება

  • აუხსენით რომ ახლა აჩვენებთ მარტივ გზას როგორ უნდა წაუკითხო ეს ბროშურა სხვა პიროვნებას.
  • ამოირჩიეთ მოხალისე ვისაც წაუკითხავთ სულით აღსავსე ცხოვრების ბროშურას.
  • წაუკითხეთ ბროშურა მოხალისეს.
  • როდესაც წაიკითხავთ 12–ე გვერდს მიეცით მოხალისეს შესაძლებლობა რომ ილოცოს.
  • დაასრულეთ ბროშურის კითხვა.

მისიაზე გადასვლა

  • ამოირჩიეთ 5 ადამიანი ვისაც გაუზიარებთ სულით ახსავსე ცხოვრების ბროშურას.
  • დაწერეთ "მე გავაკეთებ–როდისთვის" განაცხადს და მოუყევით თქვენს პატარა ჯგუფში.
    • უთხარით თქვენს ჯგუფს, თუ ვისთვის აპირებთ ისტორიას მოყოლას მოციქულთა საქმეების 6:1–7 –დან და რატომ წარმოაჩენს ეს ადამიანი სულის ნაყოფებს?.
  • დანიშნეთ დრო და შეხვდით თქვენს მეწყვილეს.

ლოცვა მისიისთვის

ჩააბარეთ თითოეულის მიზანი უფალს. და სთხოვეთ ღმერთს დაგეხმაროთ დარჩეთ ერთგული და რომ გამოგიყენოთ დასამოწაფებელი მოძრაობის დაწყებაში.

სამომავლო შესწავლისთვის

● წაიკითხეთ გარდამავალი კონცეფცია #2: როგორ განვიცადოთ ღმერთის სიყვარული და პატიება გარდამავალი კონცეფცია #3: როგორ აღვივსოთ სულიწმინდით o ორივე თემა განიხილეთ თქვენს მეწყვილესთან ერთად, ორი კითხვის გამოყენებით: o რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება? ან რა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ?